პროექტის „მეტი მეტისათვის“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და მისი პარტნიორი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) პროექტის ფარგლებში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „მეტი მეტისათვის“ (More-for-More) გამართავს ყოველკვარტალურ შეხვედრებს მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე.


პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები არიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და საქართველოში წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები.

ამ ტიპის პირველი შეხვედრა ჩატარდება 2014 წლის 12 მარტს 11:30–ზე თბილისის იუსტიციის სახლში. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენენ ანგარიშებს იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ამ ახალი პროექტის მიმდინარეობის პირველ კვარტალში და მომდევნო კვარტალში განსახორციელებელი საქმიანობების სამოქმედო გეგმას.

ასევე, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები პირველ შეხვედრაზე წარმოადგენენ იმ საკითხთა ნუსხას, რომელთა ექსპერტიზის საჭიროებაც დადგება ევროკავშირის კონკრეტული წევრი ქვეყნების მხრიდან.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი