თბილისში პროექტის საწყისი კონფერენცია შედგება

თბილისი, 20 სექტემბერი - 2013 წლის 20 სექტემბერს გაიმართება კონფერენცია, რომელიც ახალი პროექტის ,,ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში” (ERGEM) დაწყებას მიეძღვნება. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია დაიწყება 13.30 საათზე და გაიმართება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

პროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული სათვისტომოების ურთიერთობების შესახებ დისკუსიებს ახალი იმპულსი მისცეს. პროექტის ზოგადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსა და საქართველოში არსებულ ინსტიტუტებს შორის კავშირის გამყარებას, რაც გაზრდის ქართული დიასპორის წვლილს ქვეყნის განვითარებაში. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: გერმანიის, საბერძნეთისა და თურქეთის ქართული სათვისტომოების ანალიზი, ქართული სახელმიწიფო სტრუქტურების მხრიდან ქართული სათვისტომოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესება და ქართული სათვისტომოების წარმომადგენლების ჩართვა ქართული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაში.

პროექტს ახორციელებს „ლტოლვილთა დანიის საბჭო“(DRC) და “მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (ICMPD). პროექტის პარტნიორებს შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 878,822 ევროთი. პროექტი 2013 წლის 17 აპრილს დაიწყო და 18 თვეს გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

ჯუზეპე ვასკესს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ოფიცერს: giuseppe.vasques@eeas.europa.eu;
გაი ედმუნდსს, ,,ლტოლვილთა დანიის საბჭოს” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მრჩეველს: guy.edmunds@drc-sc.org;
ვიოლეტა ვაგნერს, ICMPD-ს პროექტის მენეჯერს: violeta.wagner@icmpd.org.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი