საერთაშორისო პროექტები

მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების საკოორდინაციო ცხრილი

მოცემული დოკუმენტი მომზადებულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ და წარმოადგენს საქართველოში მიგრაციის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ერთობლიობას.

საპროექტო მატრიცის პირველ სვეტში (Matrix) მოცემულია ძირითადი ცხრილი, რომელშიც თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (ამ გრაფაზე ღილაკის დაჭერისას ავტომატურად გადადიხართ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, სადაც წარმოდგენილია შედარებით ვრცელი ინფორმაცია პროექტის შესახებ), პროექტის სახელწოდების, პროექტის მოკლე აღწერილობის, განხორციელების პროცესში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების და პროექტის ხანგრძლივობის შესახებ.

მატრიცის მეორე სვეტში (Pie) წარმოდგენილია პროექტების შესახებ გრაფიკული და რაოდენობრივი მაჩვენებლები თემატური გადანაწილების მიხედვით კონკრეტულ ორგანიზაციების და სფეროების მიხედვით.

მესამე სვეტში (Archive) განთავსებულია არქივი, სადაც მატრიცის ყოველი განახლების შემდეგ თავს იყრის დასრულებული პროექტები.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში (ENIGMMA-2)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ (ENIGMMA-2) ეფუძნება ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ფინანსურ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი საქართველოში, 2017 წლის მაისში მოეწერა. პროექტი წარმოადგენს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ საქართველოში განხორცილებეული პროექტის, მათ შორის, ახლახანს დასრულებული „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) პროექტის გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სფეროების ეფექტიანად მართვაში.

ENIGMMA-2 პროექტი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზეhttp://www.enigmma.ge/

საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა

პროექტის ზოგადი მიზანია, ევროკავშირს და საქართველოს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს ხელშეწყობა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესაბამისად საზღვრის ინტეგრირებული მართვის და ზოგადად მიგრაციის მართვის სფეროში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება.

აღნიშნული ახალი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და 2017 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „მეტი მეტისათვის“ პროექტის გაგრძლელებაა, რომელიც 2013 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ივლისადმე პერიოდში განხორციელდა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზეhttp://informedmigration.ge

ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივიც ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით

პროექტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ქართული მხარის მხარდაჭერას, ცირკულარული მიგრაციის სქემის გამოცდას გერმანიასა და საქართველოს შორის, დიასპორის მობილიზაციას სხვადასხვა კონფერენციებისა და ბიზნეს იდეების მხარდაჭერის ღონისძიებების საშუალებით. დაგეგმილია, ასევე მიღებული გამოცდილების საფუძველზე სახელმძღვანელოს შექმნა ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის ფარგლებში შემუშავებული სხვა პროგრამებისა და ინიციატივებისათვის.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზეwww.migration-georgia.alumniportal.com

საინფორმაციო ბიულეტენები

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი                                                                   

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

 

ლტოლვილთა დანიის საბჭო

 

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი