მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო

საქართველოში მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვისა და სხვადასხვა უწყებებში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინაციის მიზნით 2010 წლის 13 ოქტომბერს ჩამოყალიბებულ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით შექმნილი სამდივნო.

სამდივნოს ძირითადი ფუნქციები:

- კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ანალიტიკური მხარდაჭერა;
- სამდივნო უზრუნველყოფს:

  • კომისიის დავალებათა შესრულებისა და კონტროლის მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალ საჯარო დაწესებულებებს, ასევე საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის/საქმიანობის კოორდინაციის მხარდაჭერას;
  • მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;
  • კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას/ორგანიზებას/გამართვას;
  • მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის უფლებამოსილებების შესრულებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

კონტაქტი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ელ-ფოსტა:  scmi-secretariat@sda.gov.ge

ტელეფონი: +995 32 2 40 10 10

მისამართი:  თბილისი, 0105, სანაპიროს ქ. # 2

 

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი