მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და კვიპროსის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) საქართველოსა და კვიპროსის საკონტაქტო პირების ორგანიზებით და ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა მხარდაჭერით, 2024 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით - „საინფორმაციო კამპანიები, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თანამედროვე მიგრაციის მართვაში“.

ღონისძიების მონაწილეებმა ლეგალური მიგრაციის სფეროში საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაზე იმსჯელეს. ასევე, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

კონფერენციაში 80-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყვნენ: ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, მიგრაციის ევროპული ქსელის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების საკონტაქტო პირები და მოწვეული ექსპერტები.

მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილი საკითხების გასაანალიზებლად. საქართველო ქსელს 2021 წელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და აქტიურადაა ჩართული მის ანალიტიკურ საქმიანობაში. საქართველოში EMN-ის საკონტაქტო პირს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო..

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი