„პრაღის პროცესის“ ფარგლებში საერთაშორისო სემინარი გაიმართა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა „პრაღის პროცესის“ სემინარის გახსნით სიტყვაში მიგრაციის მართვის სფეროში თანამედროვე მიდგომებზე, დიგიტალიზაციასა და „პრაღის პროცესის“ წევრ ქვეყნებს შორის უწყვეტ თანამშრომლობასა და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების დამსწრეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ევროკავშირის, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა.

თბილისში გამართულ სამდღიან საერთაშორისო სემინარზე „დიგიტალიზაციის პოტენციალი მიგრაციის კონტექსტში“, ძირითადად, მიგრაციის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხები განიხილეს.

სემინარი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და „პრაღის პროცესის“ თავმჯდომარის − ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „პრაღის პროცესის“ სამდივნოს − მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „პრაღის პროცესში“ ჩართული ქვეყნების, ასევე, გაერო-სა და ევროპის რეგიონის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პრაღის პროცესი“ 2009 წელს ჩამოყალიბდა. ეს არის მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგი და პოლიტიკის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობას. „პრაღის პროცესის“ საქმიანობა წარიმართება მისი წევრი ქვეყნების მინისტრთა დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით. 2022 წელს „პრაღის პროცესის“ მე-4 მინისტერიალზე დამტკიცდა 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელების მხარდაჭერას ევროკომისია უწევს

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი