სემინარი EMN-ის საქმიანობაზე ქართველი სტუდენტებისთვის

2022 წლის 25 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის გაიმართა მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) და მისი პროდუქტების შესახებ საინფორმაციო სემინარი.

ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრა ორგანიზებული იყო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, როგორც საქართველოდან EMN-ის ეროვნული საკონტაქტო პირის. თსუ-ს მიგრაციის კომპეტენციის ცენტრისა და ლუქსემბურგის უნივერისტეტის (EMN ლუქსემბურგის ეროვნული საკონტაქტო პირი) მიერ. სემინარზე ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა ისაუბრეს EMN-ის დანიშნულების, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ქსელის მიერ წარმოებული პროდუქტების შესახებ. ქართველ სტუდენტებს მათ ასევე გააცნეს EMN-ის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროდუქტი - „დანიშნულება ევროპა“.

სემინარის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია, რა დროსაც EMN-ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს EMN-თან დაკავშირებით.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი