მიგრაციის მართვის რეგიონული კონფერენცია: დიასპორის ჩართულობა და კერძო სექტორის განვითარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ოფისის (IOM) თანაორგანიზებით 2020 წლის 24-25 ნოემბერს გაიმართა მაღალი დონის რეგიონული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს - საქართველოს, ბულგარეთის, მოლდოვას, რუმინეთის, უკრაინის, შვეიცარიის და სომხეთის მთავრობების ოფიციალურმა პირებმა. ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა ირლანდიიდან, კანადიდან, ბულგარეთიდან და დიასპორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ისაუბრეს მიგრაციასა და განვითარებას შორის კავშირებზე და ერთმანეთს დიასპორასთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაზე ასევე განიხილეს დიასპორის როლი ეკონომიკის და კერძო სექტორის განვითარებაში.

კონფერენცია ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, IOM-ის პროექტის - „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში EMERGE“ ფარგლებში.

კონფერენციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი პუბლიკაცია იხილეთ IOM-ის ვებ-გვერდზე: https://georgia.iom.int/news/regional-migration-governance-conference-gathers-senior-governments-officials-and-global

კონფერენციის ანგარიში

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი