მიგრაციის ევროპული ქსელი

მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) შესახებ

მიგრაციის ევროპული ქსელი (სათავო ოფისით ბრიუსელში) არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის (European Union-EU) ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილ საკითხებზე ობიექტური, პოლიტიკურად თავსებადი ინფორმაციითა და ცოდნით უზრუნველყოფაზე.

EMN-ი შეიქმნა 2008 წელს (ევროპული საბჭოს #2008/381/EC გადაწყვეტილებით, რომელიც შესწორდა ევროპარლამენტისა და საბჭოს [ევროკავშირი] #516/2014 რეგულაციით 2014 წლის აპრილში). EMN-ს კოორდინაციას უწევს ევროკომისიის (European Commission-EC) მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი (DG HOME).

EMN-ს ჰყავს ეროვნული საკონტაქტო პირები (National Contact Points-NCP) მის ყველა წევრ ქვეყანაში. თითოეული NCP-ი ინიშნება შესაბამისი ეროვნული მთავრობის მიერ. საკონტაქტო პირები განთავსებული არიან იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, მიგრაციის სფეროზე მომუშავე სპეციალურ სახელმწიფო უწყებებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საერთაშორისო ორგანიზაციების ეროვნულ ოფისებში.

EMN-ი აწარმოებს ანგარიშებს, კვლევებს და ანალიტიკურ მასალებს პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავების და განხორციელების ანალიზზე. ქსელი თავის რეგულარულ ბიულეტინებში აქვეყნებს უახლეს საკითხებს და ანახლებს მიგრაციისა და თავშესაფრის ტერმინთა ლექსიკონს (Glossary on Migration and Asylum). EMN-ი ასევე რეგულარულად აწყობს ვებინარებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა ღონისძიებებსა და კონფერენციებს როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაცია

EMN საქართველო

ევროკომისიასა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას (მსსკ) შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ სამუშაო შეთანხმების საფუძველზე საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს (The European Migration Network - EMN) დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და მსსკ-ს სამდივნო განისაზღვრა, როგორც ეროვნული საკონტაქტო პირი EMN-ში. სამუშაო შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

მეტი ინფორმაცია

EMN-ის წევრები

ეროვნული საკონტაქტო პირები უზრუნველყოფენ ქსელის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნულ დონეზე EMN-ის წევრ ქვეყნებში. კერძოდ, თითოეული საკონტაქტო პირი ახდენს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში შესაბამისი ექსპერტული ცოდნის მქონე ჩართულ მხარეთა ეროვნული ქსელის კოორდინაციას, რომელშიც წარმოდგენილია როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე აკადემიური და კვლევითი ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

EMN-ის ეროვნული საკონტაქტო პირები განთავსებულნი არიან იუსტიციის და შინაგან სამქეთა სამინისტროებში, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებულ სამთავრობო სააგენტოებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საერთაშორისო ორგანიზაციათა ადგილობრივ ეროვნულ ოფისებში.

მეტი ინფორმაცია

 

 

EMN-ის პუბლიკაციები

EMN აწარმოებს თემატურ კვლევებს, სხვადასხვა საინფორმაციო ბიულეტენებს და ანალიტიკურ მასალებს, სპეციალურ გამოკითხვებს და ასევე, ყოველწლიურ ანგარიშებს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე.

მეტი ინფორმაცია

EMN-ის განმარტებითი ლექსიკონი

EMN-ის განმარტებითი ლექსიკონი, როგორც EMN-ის ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტი, ხელს უწყობს შედარებითობის უზრუნველყოფას, მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში არსებული ტერმინებისა და მათი განმარტებების საერთო, შეთანხმებული აღქმის დამკვიდრებისთვის. განმარტებითი ლექსიკონი ეფუძნება განსხვავვებულ წყაროებს, მაგრამ უპირველესად, იგი ეყრდნობა თავშესაფრის და იმიგრაციის ევროპულ კანონმდებლობას და უზრუნველყოფს ტერმინთა ხელმისაწვდომობას ევროკავშირის წევრი უმეტესი ქვეყნების სახელმწიფო ენებზე.

საქართველომ უკვე დაიწყო მუშობა EMN-ის მიგრაციისა და თავშესაფრის განმარტებითი ლექსიკონის (მე-7 ვერსია) ქართულ ანალოგზე.

მეტი ინფორმაცია

EMN-ის ღონისძიებები

ევროკავშირის შესაბამის პრეზიდენტ ქვეყანასთან თანამშრომლობით EMN ყოველწლიურად აწყობს ორ კონფერენციას და ასევე, მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას ევროკავშირის მასშტაბით. ევროკავშირის წევრი ქვეყნის დონეზე კი, ეროვნული საკონტაქტო პირები აწყობენ კონფერენციებს და ღონისძიებებს, რათა უზრუნველყონ მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე არსებული ინფორმაციის გაზიარება პოლიტიკის შექმნაზე პასუხისმგებელ პირებთან და შესაბამის ადგილობრივ აუდიტორიასთან.

მეტი ინფორმაცია

 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი