ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ცხელი ხაზის ნომრები გაიხსნა. ასევე გამოქვეყნდა საელჩოების სოციალური მედიის არხების მისამართები, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Social-Media.aspx

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში. აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები. საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://mfa.gov.ge/News/saqartvelos-mimartulebit-saertashoriso-frenebis-ga.aspx

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრის სიახლეებში: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/News.aspx ან დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს: +995 32 294 5050.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი