შეხვედრები კახეთის და იმერეთის რეგიონებში მიგრაციისა და ადგილობრივი განვითარების შესახებ

kakheti შეხვედრა თელავში

2018 წლის 22 და 24 მაისს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიასთან თანამშრომლობით, შედგა შეხვედრები კახეთისა და იმერეთის მხარეთა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე, რომელთა ორგანიზებაშიც სამდივნოს მხარდაჭერა აღმოუჩინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მხარის გუბერნატორთა ადმინისტრაციებმა, განხილული იქნა მიგრაციის როლი და განვითარების პოტენციალი მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტების - ფულადი გზავნილების, დიასპორის ჩართულობისა და დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის მართვისა და ხელშეწყობის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო პრაქტიკულ წარმატებულ მაგალითებს მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში დღემდე დაგროვილ გამოცდილებას აღნიშნული მიმართულებებით.

შეხვედრების მეორე ნაწილი დაეთმო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრაციისა და განვითარების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების მიმოხილვას, რაც, მათ შორის, გულისხმობს მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების ამაღლებას, რისი საბოლოო მიზანია მიგრაციის კომპონენტის ინტეგრირების ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარების გეგმებში.

აღნიშნული შეხვედრები განხორციელდა ევროკავშირის პროექტების “მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ და „საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში“ (SBMMG) ფინანსური მხარდაჭერით.

imereti შეხვედრა ქუთაისში

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი