სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრა

2017 წლის 26 ივნისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ სამუშაო ჯგუფის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. განხილული იქნა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები, და წარმოდგენილი იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო პროგრამის შეფასების შედეგები.

მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ინიცირებულ მიმდინარე პროგრამებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისთვის. კერძოდ, მათი დასაქმებისა თუ ემიგრაციაში ყოფნისას მიღებული გამოცდილების აღიარების თვალსაზრისით. განხილული იქნა რეინტეგრაციის საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგები და წარმოდგენილი იქნა კერძო სექტორის პოზიციები კონკრეტული საკითხების ირგვლივ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი