მიგრაციის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2017 წლის 10-11 მაისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გლობალური მიგრაციული პროცესების გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა – მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა – ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.

მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს საშუალებას აძლევს, შეუერთდეს მიგრაციის შესახებ ევროპაში მიმდინარე დებატებს და მიგრაციის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისადმი რეაგირების სწორი მიდგომები ჩამოაყალიბოს.

საერთაშორისო კონფერენცია – მიგრაციისადმი გაერო-ს პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მიდგომის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და 2014 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

 კონფერენციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერა განახორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი