მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილების პრეზენტაცია გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო აგრძელებს სხვადასხვა საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას მიგრაციის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე წარმოაჩინოს საქართველოში მიგრაციის სფეროში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები.

ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი, რომლის თემატურ ბაზაზეც გასულ წელს სამდივნოს მიერ მომზადდა მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი მიგრანტთა ფულადი გზავნილების თაობაზე. მეორე ანალოგიური ტიპის დოკუმენტი სამდივნოს მიერ შემუშავდა მიმდინარე წელს და იგი მიეძღვნა უცხოელი სტუდენტების გავლენის შესწავლას საქართველოს ეკონომიკაზე.

ორივე პუბლიკაციის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა 2017 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები და ISET-ის სტუდენტები.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მართული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) მხარდაჭერით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი