სერვისების განვითარების სააგენტო დაინტერესებულ პირებს იწვევს საპროექტო წინადადებებისთვის

Sda Geo

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მიგრაციისა და განვითარების მიმართულებით კვლევის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.

განსახორციელებელი კვლევის საგანი უნდა ეხებოდეს მიგრაციას და განვითარებას შორის არსებული კავშირებს და ფოკუსირებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ საკითხზე:

  • დიასპორა;
  • იმიგრანტთა ინტეგრაცია;
  • დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია;
  • შრომითი (ცირკულარული) მიგრაცია.

აუცილებელია კვლევაში მონაწილეობდეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე აკადემიური პერსონალი. კვლევის ფარგლებში წამყვანი მკვლევარის პოზიციაზე დასახელებულ პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასევე, მიგრაციის სფეროში კვლევითი პროექტების განხორციელების გამოცდილება (მიგრაციის სფეროში მინიმუმ ორი კვლევითი პროექტი, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული მინიმუმ 2 სტატია). კვლევა უნდა განხორციელდეს 2017 წლის დეკემბრამდე.

თანდართული დოკუმენტი (ტექნიკური დავალება) დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პირობებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფასთა ცხრილში მითითებული წინადადების ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს 51670.00 (ორმოცდათერთმეტი ათას ექვსასსამოცაათი) ლარს დღგ-ს გარეშე.

დაინტერესებულმა პირებმა შემოთავაზება უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 15 მაისამდე ელ-ფოსტაზე: N.khujadze@sda.gov.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ელ-ფოსტაზე: N.khujadze@sda.gov.ge

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი