ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევის მეორე გამოცემა მომზადდა

emigr

2015 წელს მსსკ-ს ფარგლებში შემუშავდა ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი, რომელიც კომისიის წევრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მალე გახდა ერთ-ერთი ძირითადი საინფორმაციო რესურსი მიგრანტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნო ლეგალური ემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც თავის მხრივ გათვალისწინებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით და მისი სამოქმედო გეგმით. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში სამდივნოს მიერ მომზადდა ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევის მეორე გამოცემა.

დოკუმენტის მეორე გამოცემაში ცვლილებები ძირითადად შეეხო ევროკავშირში ლეგალური მიგრაციის შესახებ ინფორმაციას და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რაც მეტწილად დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან. მცირეოდენი კორექტივები ასევე შეეხო გზამკვლევში წარმოდგენილ სხვადასხვა უწყების სერვისებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებს/პროექტებს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი