ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა

2016 წლის 19-20 ნოემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა და მათ სააგენტოში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა. სემინარი მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე.

სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებრივი ცენტრებისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის შესახებ. ასევე ისაუბრეს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და მისგან გამომდინარე ახალი პერსპექტივების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში სააგენტოს მიერ შესრულებული საქმიანობის თაობაზე, კონკრეტულად მიგრაციის მართვისა და დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით.

საინფორმაციო სემინარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ჩატარდა.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი