მიგრაციასთან დაკავშირებული შემოკლებების ლექსიკონი მომზადდა

ლოგო

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს მიერ მომზადდა მიგრაციის სფეროსთან დაკავშირებული შემოკლებების (აბრევიატურების) მოკლე ლექსიკონი. ლექსიკონში თავმოყრილია 180-ზე მეტი შემოკლება ინგლისურ-ქართული განმარტებით და მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის მსგავსად, მისი მიზანია, სახელმწიფო უწყებების ან/და მიგრაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წარმართვისას დაამკვიდროს ერთიანი ტერმინოლოგიური სტილი, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა დოკუმენტების შედგენისას საერთო ენის გამოყენების თვალსაზრისით.

ვიმედოვნებთ, რომ ლექსიკონი ასევე სასარგებლო რესურსი იქნება მიგრაციის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისთვისაც.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი