ტრენინგი მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სამართლებრივ საკითხებზე

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესში აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავებასა და ამ თვალსაზრისით არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საკითხებზე აღნიშნული სისტემის შექმნის პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებათა წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდა. სამ დღიანი ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირში არსებულ გამოცდილებასა და შესაბამის რეგულაციებს. განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მონაცემთა გაცვლა და შენახვა, სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლები და სხვა. ტრენინგს უძღვებოდა ბრიტანელი ექსპერტი მონაცემთა დამუშავების საკითხებში. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს დაკვეთით გამართული ეს ღონისძიება, ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ - ფარგლებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი