საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2016 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-7 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება წარიმართა ახლებურ ფორმატში რომლის დროსაც, მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მიგრაციის კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივების შესახებ და დისკუსიის მსვლელობისას უპასუხეს დასმულ კითხვებს.

ამავდროულად, მიგრაციის საკითხებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ეფქტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, შეხვედრის დროს შედგა ინფორმაციის გაცვლა იმ დაგეგმილი საინფორმაციო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც საქართველოს 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული და პარალელურად ეხმიანება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დავალებებს.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ ახლდება მიგრაციის სფეროში პროექტების ელექტრონული ნუსხა - „მატრიცა“.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი