მიგრაცია ევროპულ და ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს შორის IV (EUROMED Migration IV)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ განხორციელებული პროექტის EUROMED Migration IV მიზანია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის წევრ და ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის სამხრეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველ, კონსტრუქციულ და ოპერატიულ დიალოგს და ურთიერთანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას, განსაკუთრებული აქცენტით შესაძლებლობების და ინსტრუმენტების გაძლიერებაზე იმისათვის, რომ შემუშავდეს და განხორციელდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანმიმდევრული მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის პოლიტიკა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის მეოთხე ფაზა ეყრდნობა წინა სამი ფაზის (2004-2015 წწ.) განხორციელების შედეგებს და მისი აქტივობები მორგებულია ორ მთავარ კომპონენტზე: პირველის მიზანია ხელი შეუწყოს ჩრდილოეთ-სამხრეთის და სამხრეთ-სამხრეთის ეფექტიან რეგიონულ დიალოგს და თანამშრომლობას მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის ოთხ ძირითად სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე (სამართლებრივი დაცვა, არალეგალური მიგრაცია, მიგრაცია და განვითარება და საერთაშორისო დაცვა). მეორე კომპონენტის ძალისხმევა მიმართულია შესაძლებლობების გაძლიერებაზე ახალ, შედეგზე ორინტრებული მიდგომის გამოყენებით, რომელიც მოიცავს რეგიონულ დონეზე აქტივობებს, სპეციალიზირებულ ეროვნულ სასწავლო პროგრამებს და მცირე აქტივობების განსახორციელებლად მიზნობრივი ტექნიკური დამხმარების პაკეტს, შესაბამისი პარტნიორებისთვის. მიგრაციისადმი უფრო დაბალანსებული მიდგომების განვითარების მიზნით, ორივე კომპონენტი მხარდაჭერილია ჰორიზონტალური და ურთიერთგადამკვეთი თემით, რაც გამიზნულია ფაქტებზე დაფუძნებული ცოდნის შეგროვებასა და ეფექტიან კომუნიკაციაზე.

EUROMED Migration IV პროექტი ითვალისწინებს ყოვლისმომცველ მიდგომას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა (კერძო სექტორი, სავაჭრო კავშირები, უნივერსიტეტები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, მიგრანტთა გაერთიანებები და სამოქალაქო საზოგადოების ყველა სხვა შესაბამისი სუბიექტები) ჩართულობას ღონისძიებების განხორციელების ყველა ფაზაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.euromed-migration.eu/

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი