პროგრამა „მეტი მეტისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა

2016 წლის 11 ივლისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „მეტი მეტისათვის“, სამეთვალყურეო საბჭოს მე-7 შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან, წარმოდგენილი იქნა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. გაიმართა მსჯელობა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაზრდის თაობაზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი