აზერბაიჯანის და მონტენეგროს დელეგაციების სასწავლო ვიზიტი მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ

2016 წლის 29-30 ივნისს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისის მოწვევით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს აზერბაიჯანისა და მონტენეგროს დელეგაციებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მონტენეგროს შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელთა, მიგრაციისა და რეადმისიის დეპარტამენტის თანამშრომლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის, ასევე UNHCR-ის აზერბაიჯანისა და მონტენეგროს ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გოჩა ლორთქიფანიძეს, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს, გაეცნენ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს პრაქტიკას, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პრეოცედურას, არმქონეობის პრევენციისა და შემცირების სამართალებრივ მექანიზმებს და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფუნქციებსა და მიღწევებს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი