საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის კვლევის შესახებ

„საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის კვლევის შესახებ“ ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის: „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA), რომელიც ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით და „პარტნიორობა მობილურობისათვის განხორციელების მხარდაჭერა აზერბაიჯანთან“ (MOBILAZE) ფარგლებში, რომელიც ასევე ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მიგრაციის მართვაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით. საზაფხულო სკოლა გაიმართება აზერბაიჯანში, 2016 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისამდე.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციებს ჩაატარებენ აკადემიის წარმომადგენლები და ექსპერტები ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. აღნიშნულ ღონისძიებაში 50 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას შემდეგი დისციპლინებიდან: მედია, საერთაშორისო სამართალი, მიგრაცია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, დემოგრაფია და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, ისევე როგორც ქართული და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება კვლევაზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური და ინოვაციური აკადემიური კურსი, სემინარები და პროექტები მიგრაციასთან და მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და ევროკავშირში. სწავლება ასევე მოიცავს კვლევით სამუშაოებს, პროექტებსა და დისკუსიას.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ინგლისური ენის პროფესიული ცოდნა სავალდებულოა. ზემოხსენებული დისციპლინის სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს სახელმწიფო უწყებებიდან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან, რომლებიც მიგრაციის შესაბამის თემებზე მუშაობენ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში. ყველა სტუდენტის მგზავრობის და განთავსების ხარჯები დაიფარება ზემოაღნიშნული პროექტების ფარგლებში. მონაწილეობის მიღება არის უფასო. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ შემდეგ ბმულს: http://www.enigmma.ge/news/international-summer-school-on-migration-research-2/

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი