მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის შეხვედრა თბილისში

მიმდინარე წლის 26-27 ნოემბერს, თბილისში გაიმართა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი პლათფორმის მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის შეხვედრა. ღონისძიებაზე განსახილველი ძირითადი საკითხი იყო ოჯახის გაერთიანების პრინციპთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები და პრაქტიკა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოწვეულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ოჯახის გაერთიანების საკითხებთან მიმართებაში მათ კომპეტენციას მიკუთვნებული თემატიკის ირგვლივ. ასევე, განხილული იქნა ამ თვალსაზრისით არსებული თანამედროვე გამოწვევები.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკომისიის მიერ, ჩეხეთის, შვედეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით. ღონისძიებაში, საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებმა, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ოჯახის გაერთიანების საკითხი და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებათა კოორდინირება.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი