საინფორმაციო სემინარი ჟურნალისტებისთვის პერსონალური მონაცემებისა და მიგრაციის საკითხებზე

2015 წლის 10-11 ოქტომბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო სემინარი ჟურნალისტებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვისა და მიგრაციის საკითხებზე.

ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და ინსპექტორის აპარატის ორწლიანი საქმიანობის შესახებ.

ტრენინგის მეორე დღე სრულად დაეთმო ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს და ამ მიმართებაში არსებულ სიახლეებს. სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისა და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი