პრაღის პროცესის შეხვედრა თბილისში

prague process

23 დან 25 სექტემბერის ჩათვლით, ქ. თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება პრაღის პროცესის შეხვედრა - „თავშესაფრის საკითხებზე გადაწყვეტილების ხარისხის“- თაობაზე. პრაღის პროცესი არის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს და ხელს უწყობს მიგრაციის საკითხებზე პროცესის მონაწილე ქვეყნებს შორის პოზიციათა შეჯერებასა და თანამშრომლობას. თბილისში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება პრაღის პროცესის წევრი ქვეყნების 40-მდე წარმომადგენელი. განხილული იქნება თავშესაფრის მინიჭების თაობაზე არსებული საერთაშორისო და რეგიონალური კონტექსტი, ასევე საუბარი შეეხება კონკრეტულ ქვეყანათა გამოცდილებას ამ მიმართულებით.

შეხვედრას ორგანიზებას უწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი