მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების საკოორდინაციო ცხრილი განახლდა

მიგრაციის სფეროში შემავალი პროექტების რიგით მე-5 საკოორდინაციო შეხვედრის გამართვის შემდეგ, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით განაახლა ე.წ. „პროექტების საკოორდინაციო მატრიცა“. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში მიგრაციის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის ეფექტიან ინსტრუმენტს, დოკუმენტის ძირითად ცხრილშიც წარმოდგენილია მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი განმახორციელებელი ორგანიზაციების მიხედვით, რომლებიც დაჯგუფებულია მიგრაციის სხვადასხვა სფეროების მიხედვით. დოკუმენტს, ასევე აქვს არქივის სექცია, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უკვე დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მატრიცის ბოლო ვერსია არსებითად განახლდა და პროექტების მოკლე აღწერილობებთან ერთად, დაემატა განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და უშუალოდ, ცალკეული პროექტის ვებგვერდებზე გადასვლის ფუნქციაც (განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელწოდებაზე დაწკაპუნებით ხდება შესაბამის ბმულზე გადასვლა) რაც საიტის ვიზიტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცალკეული პროექტის შესახებ უფრო სიღრმისეული ინფორმაციის მოძიებას.

დოკუმენტის შემდგომი განახლება იგეგმება რიგით მე-6 საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ბოლოს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი