გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 2015 წლის 30 ივლისს ქ. გურჯაანში (კახეთში). ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტის, „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) მიერ 2015 წელს დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. შეხედრა შედგა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, იუსტიციის სახლთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიება განსაზღვრული იყო კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე და მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას მიგრაციის საკითხებზე. სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველო–ევროკავშირს შორის მიგრაციის კუთხით არსებულ თანამშრომლობის ფორმატზე, ისაუბრეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“- ახალი კანონისა და საქართველოში ბინადრობისა და მოქალაქეობის წესების თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე განხილული იქნა ახალი სავიზო პოლიტიკა, დაბრუნება და რეინტეგრაცია, თავშესაფრის თუ გაძევების პროცედურები, ევროკავშირთან უვიზო მომისვლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი და ზოგადად მიგრაციის მართვის საკითხები.

საინფორმაციო შეხვედრა პოზიტიურად იქნა აღქმული მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან და გამოთქვა სურვილი მსგავსი შეხვედრების დამატებით ორგანიზების თვალსაზრისით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი