საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება:

  • პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება

საქართველოს მოქალაქეობის დადგენა ხდება:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას;
  • დაბადების რეგისტრაციისას;
  • საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პირის რეგისტრაციისას;
  • საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის დასკვნის მოთხოვნისას.

დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ნატურალიზაციით

ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, რაც დასტურდება პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით.

ნატურალიზაციის სახეებია:

მოქალაქეობის მოპოვებისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge