ბინადრობის ნებართვა და მოწმობა

ბინადრობის ნებართვა ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების პერიოდში. იგი ასევე, უფლებას იძლევა, რომ ნებართვის მფლობელმა საქართველოში მოიწვიოს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე.

ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს, საზოგადოებრივ ცენტრს ან სახლიდან გაუსვლელად ელექრონულად შეავსოს განაცხადი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებგვერდიდან: http://sda.gov.ge. განცხადება და თანდართული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს წარედგინებათ საქართველოს სახელმწიფო ენაზე. განცხადების მიღება, ასევე შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენებზეც. ამასთან, უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:

ბინადრობის ნებართვისა და მოწმობის გაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge; www.psh.gov.ge

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი