რეინტეგრაცია

წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ხელახლა ჩართვა. 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება შესაბამისი პროგრამები და პროექტები.

2020 წლიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს რეინტეგრაციის პროგრამის ადმინისტრირებას, რომლის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის დახმარების სერვისების შეთავაზება.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

სარეინტეგრაციო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში მომართეს სააგენტოს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://idp.gov.ge/reintegration-programs/.

ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა (AVRR / IOM)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ პროგრამებს 2003 წლიდან ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უნებართვოდ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან უარი ეთქვათ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე.

ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია მოიცავს დაბრუნებული პირების დახვედრას აეროპორტში, კონსულტირებას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში გადამისამართებას და აგრეთვე, სარეინტეგრაციო დახმარებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მათ უზრუნველყოფას დროებითი თავშესაფრით (საჭიროების შემთხვევაში), მედიკამენტების შეძენას, გადამზადებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას და მხარდაჭერას შემოსავლის მომტანი საქმიანობის წამოწყებაში.

პროგრამის დაწყებიდან 2019 წლამდე პერიოდში AVRR პროგრამების დახმარებით საქართველოში დაბრუნდა 10.573 ადამიანი 32 ქვეყნიდან (ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები); მათგან სარეინტეგრაციო დახმარება გაეწია 5100 ადამიანს, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს მხოლოდ დაბრუნებასთან დაკავშირებული დახმარება ადგილსამყოფელ ქვეყანაში (საბუთების მოწესრიგება, ავიაბილეთი, გამოცილება აეროპორტში). დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე მსხვილი გამომგზავნი ქვეყნებია გერმანია, საბერძნეთი, შვეიცარია და ნიდერლანდები.

დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამებს საქართველოში ახორციელებს IOM-ის თბილისის ოფისი და რეგიონული ოფისები - მიგრანტთა რესურს ცენტრები:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია
თ. აბულაძის ქ., #12, პირველი ჩიხი
თბილისი, 0162, საქართველო
ტელ.: (+ 995 32) 22 52 216
ფაქსი: (+ 995 32) 22 52 217
ვებგვერდი: www.iom.ge / www.iom.int

რეგიონული ოფისები:

ქუთაისი
აკაკი წერეთელის ქ., #63
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: (+995 431) 24 44 43

თელავი
ერეკლე II-ის გამზირი #8
2200 თელავი, საქართველო
ტელ.: (+995 350) 27 08 72 / (+995) 577 00 20 92

ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქ., #63
6010 ბათუმი, საქართველო
ტელ.: (+995 577) 52 00 15 / (+995 422) 22 88 83 83

ფოთი
ნინოშვილის ქ. #101
4400 ფოთი საქართველო
ტელ.: (+995 493) 22 58 18

დაკავშირებული დოკუმენტები:

რეინტეგრაციის გზამკვლევი დაბრუნებული მიგრანტებისთვის

რეინტეგრაციის გზამკვლევი მოამზადა და გამოსცა (2016 წლის მაისი) სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს (GPAM) - ფარგლებში და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

მოცემული გზამკვლევი წარმოდგენილია რამდენიმე თემატური ბროშურის სახით და ემსახურება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ინფორმირებულობის გაზრდას რეინტეგრაციისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებზე.

  • ბიზნესი (637.33 KB)ბიზნესის დაწყება, გადასახადები, მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები
  • დასაქმება (561.2 KB)დასაქმების პორტალები, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები, სტაჟირება
  • ჯანდაცვა (570.89 KB)საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის პროგრამა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • რეინტეგრაციის პროგრამები (565.66 KB)სახელმწიფო პროგრამა, IOM-ის პროგრამები
  • განათლება (592.8 KB)სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება
  • სოფლის მეურნეობა (620.94 KB)მიწის რეგისტრაცია, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამები
  • ტრანსპორტი (582.25 KB)მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტომობილის რეგისტრაცია, ჯარიმები
  • ტრეფიკინგი და ოჯახური ძალადობა (537.94 KB)ტრეფიკინგის და ოჯახური ძალადობის დეფინიცია, სახელმწიფო სერვისები

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი