საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები

უცხოელები საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში.

გამტარი პუნქტი მოსაზღვრე ქვეყანა კატეგორია/სტატუსი
სარფი თურქეთი საავტომობილო/საერთაშორისო
ვალე თურქეთი საავტომობილო/საერთაშორისო
კარწახი თურქეთი საავტომობილო/სარკინიგზო/საერთაშორისო
ნინოწმინდა სომხეთი საავტომობილო/საერთაშორისო
გუგუთი სომხეთი საავტომობილო/საერთაშორისო
ახკერპი სომხეთი საავტომობილო/სახელმწიფოთაშორისი
სადახლო სომხეთი საავტომობილო/საერთაშორისო
სადახლო სომხეთი სარკინიგზო/საერთაშორისო
წითელი ხიდი აზერბაიჯანი საავტომობილო/საერთაშორისო
მტკვარი/ვახტანგისი აზერბაიჯანი საავტომობილო/სახელმწიფოთაშორისი
სამთაწყარო აზერბაიჯანი საავტომობილო/სახელმწიფოთაშორისი
ლაგოდეხი/ცოდნა აზერბაიჯანი საავტომობილო/საერთაშორისო
გარდაბანი აზერბაიჯანი სარკინიგზო/საერთაშორისო
ყაზბეგი/დარიალი რუსეთი საავტომობილო/საერთაშორისო

საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო აეროპორტი, რომლებშიც განთავსებულია სასაზღვრო გამტარი პუნქტები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: +995 322 310 265; +995 322 310 341; +995 322 310 421 ვებგვერდი: www.tbilisiairport.com მისამართი: ქ. თბილისი 0158; სამგორის რ-ნი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: +995 422 235 100; +995 422 235 102; +995 422 235 103 ფაქსი: +995 422 235 101 ვებგვერდი: www.batumiairport.com მისამართი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: +995 431 237 000 ელფოსტა: infodesk@airports.ge მისამართი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ქუთაისის მე-100 კმ

საქართველოში უცხოეთის გემებისათვის განკუთვნილი ღია ნავსადგურებია:

  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური
  • სუფსის საზღვაო ნავსადგური
  • ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • ყულევის საზღვაო ნავსადგური

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებული სასაზღვრო გამტარი პუნქტებია:

  • განთიადი (სარკინიგზო)
  • განთიადი (საავტომობილო)
  • როკი (საავტომობილო)
  • სოხუმი (საზღვაო პორტი)
  • ოჩამჩირე (საზღვაო პორტი)
a

რუკაზე წარმოდგენილია საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები.

გაითვალისწინეთ!: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხოელებისთვის აკრძალულია და ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ვერ აკონტროლებს, თუმცა ამ მონაკვეთების საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგალურად გადაადგილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე: www.smr.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი