იმიგრაცია
ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქის მუდმივად ან დროებით დასახლება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
-
სასარგებლო რჩევები უცხოელებისთვის
საქართველო („Sakartvelo“) ტრანსკონტინენტური ქვეყანაა და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს.
-
საქართველოს ვიზის კატეგორიები და ტიპები
საქართველოს ვიზა დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვაა, რომელიც გაიცემა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და ადასტურებს მის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია.
-
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძ- ველზე უცხოელებს შეუძლიათ უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
-
ბინადრობის ნებართვა და მოწმობა
ბინადრობის ნებართვა ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების პერიოდში. იგი ასევე, უფლებას იძლევა, რომ ნებართვის მფლობელმა საქართველოში მოიწვიოს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე.
-
თანამემამულის სტატუსი და მოწმობა
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.
-
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტები
მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება
საქართველოში მყოფი უცხოელი ვალდებულია, დატოვოს საქართველოს ტერიტორია კანონი- ერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე.
-
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება
საქართველოს მოქალაქეობა არის პირის სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის გარდა, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით ან ნატურალიზაციით.
-
მიგრაციის სფეროში სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ადმინისტრაციული ორგანოები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ბინადრობის ნებართვის (მოწმობის) მიღება, თანამემამულის სტატუსის მოპოვების, მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართვა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.
-
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები თავიანთი საკონსულო ოლქების ფარგლებში ეწევიან შემდეგ საქმიანობას: საქართველოს ვიზის გაცემა, კონსულტაციის გაწევა, სამართლებრივი დაცვა, შუამდგომლობა, საკონსულო ლეგალიზაცია, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, საკონსულო აღრიცხვის წარმოება, სანოტარო მოქმედებების შესრულება და...
- საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები