საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ

2015 წლის 28 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება “საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ”. საზაფხულო სკოლა ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ENIGMMA”-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ (ICMPD). საზაფხულო სკოლის განხროციელებაში აქტიურ მონაწილოებას იღებენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, ევროკავშირის და საქართველოს აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის დეპარტამენტი და ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი (BIM). საზაფხულო სკოლას უხელმძღვანელებენ პროექტ “ENIGMMA“-ს აკადემიური წრის წარმომადგენელი ექსპერტები საქართველო და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

საზაფხულო სკოლის პროგრამა უზრუნველყოფს კვლევაზე ორიენტირებულ, მულტიდისციპლინარულ და ინოვაციურ აკადემიურ კურსს მიგრაციის საკითხების გარშემო საქართველოში არსებულ სიტუაციასა და პოლიტიკის შესახებ. სწავლებასთან ერთად კურსი ითვალისწინებს კვლევასა და დისკუსიას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში პროექტის აკადემიური წრის წარმომადგენელი ექსპერტები მიმოიხილავენ მიგრაციის სხვადასხვა სფეროს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ და განიხილონ მათ მიერ საზაფხულო სკოლისათვის მომზადებული კვლევის პროექტები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხორციელებული დისკუსიები გამოყენებული იქნება აღნიშნული კვლევების დასასრულებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოდან ან ნებისმიერ სხვა ქვეყნიდან, რომლებიც ეუფლებიან სხვადასხვა დისციპლინებს მედიის, სამართლის, ეკონომიკისა და დემოგრაფიის სფეროში. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 აპრილი. აპლიკაციის წარდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.enigmma.ge/summer-school/ 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი