სემინარი ქართველი მიგრანტებისთვის თემაზე - ბიზნეს იდეები საქართველოსთვის

2015 წლის 6-7 მარტს გერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში ჩატარდება სემინარი ,,ბიზნეს იდეები საქართველოსთვის’’, რომელიც განკუთვნილია საკუთარი საწარმოს დაფუძნებით დაინტერესებული ქართველი მიგრანტებისათვის. სემინარი საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, განიხილონ საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელების გზები და პერსპექტივები.

სემინარზე მოწვეული ქართველი ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, აგრეთვე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გააცნობენ მათ ინფორმაციას ბიზნესის დაფუძნებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.

სემინარზე დასწრება უფასოა. დაინტერსების შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: startup@cimonline.de

მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.geschaeftsideen-fuer-entwicklung.de/die-laender/georgien/ 

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი