მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ/კომისია) შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
-
სამდივნო
კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
-
სამუშაო ჯგუფები
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები.
სიახლეები
-
ქართველმა და შვეიცარიელმა ექსპერტებმა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს
იუსტიციის სამინისტროში საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.სრულად...
-
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია ხელმძღვანელობდა. სრულად...
-
კომისიის სამუშაო ჯგუფმა მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებაზე იმსჯელა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოქმედი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა. მან ისაუბრა სააგენტოს კოორდინაციით...სრულად...


