მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
-
კომისია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ/კომისია) შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
-
სამდივნო
კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.
-
სამუშაო ჯგუფები
საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები.
სიახლეები
-
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და კვიპროსის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა
მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) საქართველოსა და კვიპროსის საკონტაქტო პირების ორგანიზებით და ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა მხარდაჭერით, 2024 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია,...სრულად...
-
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, მიღებულ იქნა 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა; საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელის მიერ გაკეთდა...სრულად...
-
მიგრაციის პროექტების 23-ე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაზე მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად განიხილა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.სრულად...