სამუშაო შეხვედრა მიგრანტთა ჰუმანური დაბრუნების და განთავსების ხელშეწყობისთვის

iom

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მიგრაციის მართვის სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად 2014 წლის 24 და 25 აპრილს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საიმიგრაციო განყოფილებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ინფორმაციის გაცვლით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ხელი შეუწყოს მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნების მექანიზმების განვითარებას და მიგრანტთა განთავსების ცენტრების ეფექტურ მართვას.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი