ქართველ მიგრანტთა საჭიროებების კვლევა

2013 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პროექტის “ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში (ERGEM)” გუნდმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა სამუშაო მისიები ათენში, სტამბულსა და ბერლინში.

მისიის მთავარი ამოცანა იყო ამ ქვეყნებში ქართველი მიგრანტების მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება.

მიგრანტებმა შეავსეს პროექტის მიერ შემუშევებული კითხვარი. დამატებით, მოეწყო ინტერვიუები დიასპორული ორგანიზაციების, საკონსულოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წამრომადგენლებთან.

პროექტის გუნდმა ასევე მოაწყო ფოკუს-ჯგუფების შეხვედრები, რომლებიც დაეთმო ქართველ ემიგრანტთა საჭიროებებსა და მომავალი თანამშრომლობის ფორმებსა და რეკომენდაციებს.

იხილეთ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი