მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ/კომისია) შეიქმნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის N314-ე დადგენილების საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომისია არის მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარი პლატფორმა და სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინირების ინსტრუმენტი. ამ მიზნით, კომისიას ანალიტიკურსა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი სამდივნო.

საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ – ინტეგრაცია-რეინტეგრაციის საკითხებზე, მიგრაციის სტრატეგიაზე, მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებაზე, მიგრაციის მონაცემთა ერთიან ანალიტიკურ სისტემაზე, მიგრაციის რისკების ანალიზზე და მიგრაცია და განვითარებაზე.

ამავდროულად, დამატებითი ექსპერტიზით უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის ფორმატის განვითარების თვალსაზრისით, 2013 წელს კომისიაში საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ კომისიის სამდივნოსთან, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თემატური გადაფარვების აღმოფხვრასა და არსებული რესურსების მიზნობრივ მართვას. 2021 წელს საკონსულტაციო სტატუსით კომისიას ასევე შემოურთდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები*

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მის: 0102 ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #52 ტელ: +995 322 200 220 ელფოსტა: pr@mes.gov.ge ვებგვერდი: www.mes.gov.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო 

მის: 0118 ქ. თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. #4 ტელ: +995 322 945 005 ელფოსტა: inform@mfa.gov.ge ვებგვერდი: www.mfa.gov.ge

           სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 

      მის: 0118 ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ. #4 ელფოსტა: info@ssg.gov.ge ვებგვერდი: www.ssg.gov.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მის: 0180 ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #30 ტელ: +995 322 367 210, დამ. 110 ელ. ფოსტა: info@geostat.ge ვებგვერდი: www.geostat.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მის: 0108 ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. #12 ტელ:+995 322 991 111 ელფოსტა: ministry@economy.ge ვებგვერდი: www.economy.ge

ფინანსთა სამინისტრო

მის: 0114 ქ.თბილისი. გორგასლის ქ. #16 ტელ: +995 322 261 330 ელფოსტა: info@mof.ge ვებგვერდი: www.mof.gov.ge

იუსტიციის სამინისტრო

მის: 0114 ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. #24ა ტელ: +995 322 405 087 ელ. ფოსტა: press-center@justice.gov.ge ვებგვერდი: www.justice.gov.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მის: 0114 ქ.თბილისი, გ. გულუას ქ. #10 ტელ: +995 322 411 158 ელ. ფოსტა: miapr@mia.gov.ge ვებგვერდი: www.police.ge

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: 0119 ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #144 ტელ: +995 322 510 012 ელ. ფოსტა: info@moh.gov.ge ვებგვერდი: www.moh.gov.ge

 

   
 

საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

მის: 0160 ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #2ა ტელ: +995 322 386 202 ელფოსტა: geotb@unhcr.org ვებგვერდი: www.unhcr.org

       საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

მის: 0102 დავით აღმაშენებლის გამზირი 80. ტელ: / 1481 ელ. ფოსტა: info@ombudsman.ge ვებგვერდი: https://ombudsman.ge/geo

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მის: 0105 ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. #31 ტელ: +995 322 201 800 ელფოსტა: migration-georgia@cimonline.de ვებგვერდი: http://migration-georgia.alumniportal.com/project-components/return-to-georgia.html

ინოვაციების და რეფორმების ცენტრი

მის: 0160 ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. #32 ტელ: +995 322 552 001/+995 322 552 002 ელფოსტა: info@irc.ge ვებგვერდი: www.irc.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, 0179, თბილისი ტელ: +995-32-236 43 64 ელფოსტა: delegation-georgia@eeas.europa.eu ვებგვერდი: http://eeas.europa.eu/delegations/georgia

მიგრაციის ცენტრი

მის: ქ. თბილისი, კ.კეკელიძის ქუჩა 10, ბინა 13
ტელ: 2 22 01030 599 961 606
ელ.ფოსტა: migrationcentergeorgia@gmail.com
ფეისბუქი: https://www.facebook.com/profile.php?id=100071367703630

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი

მის: 0102 ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. #6, პირველი სართული ტელ: +995 322 904 098 ელფოსტა: enigma@icmpd.org ვებგვერდი: www.enigmma.ge

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

მის: 0162 ქ. თბილისი, თენგიზ აბულაძის ქ. #19 ტელ: +995 322 252 216 ელფოსტა: iomtbilisi@iom.int ვებგვერდი: https://georgia.iom.int/

 

* კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები და საკონსულტაციოს სტატუსის მქონე ორგანიზაციები წარმოდგენილია ანბანური თანმიმდევრობით

 პარტნიორი ორგანიზაციები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მის: 0102 ქ. თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15
ელ.ფოსტა: gyla@gyla.ge
ვებგვერდი: https://gyla.ge/ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მის: 0179 ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
ელ.ფოსტა: migration,magister@tsu.ge
ვებგვერდი: https://tsu.ge/

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ელ.ფოსტა: info@unglobalcompact.ge
მის: ი. აბაშიძის ქ. 34, თბილისი, 0179
ვებგვერდი: https://unglobalcompact.ge

 

 

 

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი