მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი

მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი არის გაეროს წევრ ქვეყანათა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის მოწესრიგებას პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდებით. იგი სამთავრობო დონეზე წარმართული არაფორმალური, არასავალდებულო, ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა და შედეგია იმ ათწლიანი საერთაშორისო დიალოგისა, რომელიც მიმდინარეობს მიგრაციასა და განვითარებას შორის მზარდი კავშირის თემატიკაზე. ხსენებულ საკითხებში საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პროცესში ჩართულნი არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ფორუმის პირველი სხდომა გაიმართა 2007 წელს.

ფორუმის ამოცანებია:

  • გადაწყვეტილებების მიმღებთა და მაღალი დონის პრაქტიკოსთა შესაბამისი სივრცით უზრუნველყოფა, რათა მათ არაფორმალურად განიხილონ არსებული პოლიტიკა, პრაქტიკული გამოწვევები და მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესაძლებლობები; ასევე სხვა მონაწილე მხარეების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მიგრანტთა ორგანიზაციების ჩართვა, რათა დაჩქარდეს პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული შედეგის მიღება ეროვნულ, ორმხრივ და საერთაშორისო დონეებზე;
  • წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რომლის გადმოტანა და ადაპტირება შესაძლებელი იქნება სხვა გარემოებებში მიგრაციისა და მიგრაციული ნაკადების განვითარების პოზიტიური ეფექტის რეალიზების მიზნით;
  • ინფორმაციული პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური ხარვეზების გამოაშკარავება მიგრაციისა და განვითარების პოლიტიკას შორის ურთიერთქმედებისა და მათ მიმართულებათა თანხვედრის ხელშეწყობის მიზნით როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე პარტნიორული და სათანამშრომლო ურთიერთობების დამყარება ქვეყნებსა და სხვა მონაწილე მხარეებს შორის, როგორებიც არიან - საერთაშორისო ორგანიზაციები, დიასპორები, მიგრანტები და აკადემია;
  • მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო პრიორიტეტებისა და დღის წესრიგის ჩამოყალიბება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.gfmd.org

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი