მიგრაციის პროექტები

მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების საკოორდინაციო ცხრილი

მოცემული დოკუმენტი მომზადებულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ და წარმოადგენს საქართველოში მიგრაციის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ერთობლიობას.

საპროექტო მატრიცის პირველ სვეტში (Matrix) მოცემულია ძირითადი ცხრილი, რომელშიც თემატიკის მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის (ამ გრაფაზე ღილაკის დაჭერისას ავტომატურად გადადიხართ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, სადაც წარმოდგენილია შედარებით ვრცელი ინფორმაცია პროექტის შესახებ), პროექტის სახელწოდების, პროექტის მოკლე აღწერილობის, განხორციელების პროცესში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების და პროექტის ხანგრძლივობის შესახებ.

მატრიცის მეორე სვეტში (Pie) წარმოდგენილია პროექტების შესახებ გრაფიკული და რაოდენობრივი მაჩვენებლები თემატური გადანაწილების მიხედვით კონკრეტულ ორგანიზაციების და სფეროების მიხედვით.

მესამე სვეტში (Archive) განთავსებულია არქივი, სადაც მატრიცის ყოველი განახლების შემდეგ თავს იყრის დასრულებული პროექტები.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივიც ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით

პროექტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ქართული მხარის მხარდაჭერას, ცირკულარული მიგრაციის სქემის გამოცდას გერმანიასა და საქართველოს შორის, დიასპორის მობილიზაციას სხვადასხვა კონფერენციებისა და ბიზნეს იდეების მხარდაჭერის ღონისძიებების საშუალებით. დაგეგმილია, ასევე მიღებული გამოცდილების საფუძველზე სახელმძღვანელოს შექმნა ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის ფარგლებში შემუშავებული სხვა პროგრამებისა და ინიციატივებისათვის.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ–გვერდზეwww.migration-georgia.alumniportal.com

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი