მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო

საქართველოში მიგრაციის პროცესების ეფექტიანი მართვისა და სხვადასხვა უწყებებში გადანაწილებული კომპეტენციების კოორდინაციის მიზნით 2010 წლის 13 ოქტომბერს ჩამოყალიბებულ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ევროკავშირის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით შექმნილი სამდივნო.

სამდივნოს ძირითადი ამოცანებია:

  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობისა და მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მხარდაჭერა;
  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობის ინტელექტუალური და ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
  • მიგრაციის სტრატეგიაში დასახული ამოცანების შესრულების კოორდინაცია;

სამდივნოს ძირითადი ფუნქციები:

  • კომისიის სხდომების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • კომისიის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა;
  • მიგრაციის პროცესების მართვასა და მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტებში ჩართულ უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
  • მიგრაციის სტრატეგიაში შესატანი ცვლილებების მომზადება და კომისიისთვის მათი დასაბუთებული წარდგენა;
  • მიგრაციის თემატური მიმართულებების მიხედვით გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის კომისიისთვის წარდგენა;
  • მიგრაციის თემატიკაზე მიმდინარე პროექტების შესახებ კომისიის ინფორმირება;
  • მიგრაციის თემატიკაზე საპროექტო კონკურსებისთვის იდეების გენერირება და კომისიისთვის მათი წარდგენა;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება, მედიასთან ურთიერთობა და კომისიის ვებ-გვერდის მართვა;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კომისიის სახელით კონფერენციებსა და სხვა შეხვედრებში მონაწილეობა;
  • კომისიის დავალებების შესრულება.

კონტაქტი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

ელ-ფოსტა:  scmi-secretariat@sda.gov.ge

მისამართი:  საფოსტო: თბილისი, 0154, აკ. წერეთლის გამზ. # 67ა
                        ოფისი: თბილისი, 0105, სანაპიროს ქ. # 2   

 

 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი