საკოოორდინაციო შეხვეედრა მიგრაციის პროექტებზე

2020 წლის 14 თებერვალს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა მიგრაციის სფეროში პროექტების რიგით მე-16 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მსსკ-ს წევრი სახელმწიფო უწყებების, მთავრობის ადმინისტრაციის და კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პირველი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, ინსტიტუციური თუ სექტორული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისას იხელმძღვანელონ ახალი მიდგომითა და წესებით; რაც, ასევე გათვალისწინებული იქნება მიგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიაზე მუშაობისას. შეხვედრა გაგრძელდა პრეზენტაციებით პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებმაც, მათ შორის, ისაუბრეს ევროკავშირის განგრძობითი მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებზე; ხოლო მსსკ-ს საკვანძო წევრი უწყებების პრეზენტაციები დაეთმო იმ საქმიანობათა მიმოხილვას, რომლებიც გატარდება უსაფრთხო საზღვრებისა და საინფორმაციო კამპანიის მიმართულებებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

საკოორდინაციო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების და/ან დუბლირებების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის მაქსიმალურად გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ სისტემატიურად ახლდება მიგრაციის შესახებ პროექტების „მატრიცა“.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი