სამუშაო შეხვედრა მიგრაციის მონაცემების თემაზე

სამუშაო შეხვედრა მიგრაციის მონაცემების თემაზე 2019 წლის 24-25 ივნისს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (მსო) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრა მსო-ს განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა.

დღის წესრიგი სამი განსხვავებული ქვეყნის - დანიის, ბრიტანეთის და საქართველოს - მიგრაციის მონაცემების მართვის მოდელების განხილვას ითვალისწინებდა. აღნიშნულ თემაზე დისკუსია განსაკუთრებით დროული იყო, რადგან საქართველო მომავალი 10 წლიანი მიგრაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის ემზადება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წამოჭრილი თემები მნიშვნელოვანია ქვეყნაში მიგრაციის მონაცემების მართვის მომავალი ხედვის ჩამოყალიბებისთვის.

შეხვედრის მთავარი მომხსენებლები მოწვეული იყვნენ დანიის იმიგრაციის სამსახურიდან, დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურიდან, მსო-ს მიგრაციის მონაცემების ანალიზის გლობალური ცენტრიდან და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. ძირითადი მომხსენებლების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი