ტრენინგი მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე კახეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში

2019 წლის მარტის თვის მეორე ნახევარში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს თანაორგანიზებით და კახეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციათა მხარდაჭერით თელავსა და ქუთაისში გაიმართა ტრენინგები კახეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის მიგრაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე. ორდღიანი ტრენინგების ქართულ რეალობაზე მორგებული მოდული დაეფუძნა მიგრაციისა და განვითარების გლობალური ქსელის მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულებს; ტრენინგს უძღვებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ტრენერები.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ მიგრაციისა და განვითარების არსს, მიგრაციის მართვის ასპექტებს საქართველოში, იმსჯელეს თავიანთ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებზე და განიხილეს აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივ დონეზე განსახორციელებლ საქმიანობათა კუთხით არსებული საჭიროებები, შესაძლებლობები და გამოწვევები.

ტრენინგების სერია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა საქართველოში“ და „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი