ეუთო-ს სემინარი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე

2018 წლის 29 ნოემბერს, მსსკ-ს სამდივნოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) თბილისში გამართა საერთაშორისო სემინარი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე.

სემინარის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა (მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს) შორის, რომლებმაც, საერთაშორისო მიგრაციის გამოწვევებზე საპასუხოდ, შედარებით ახლახან დაიწყეს შესაბამის საკოორდინაციო მექანიზმებზე, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოზე მუშაობა მიგრანტთა ინტეგრაციის სფეროში. სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს სახელმწიფო უწყებების და პარტნიორი საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გარდა, სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების (დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია და შვედეთი) ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში არსებული, მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ და იმსჯელეს ეუთო-ს რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მისადაგების გზების შესახებ თავიანთი ქვეყნების კონტექსტისადმი. დისკუსია ფოკუსირებული იყო მონაწილე ქვეყნების მიერ იდენტიფიცირებულ ოთხ სპეციფიურ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, კერძოდ, შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, ეროვნული საინტეგრაციო გეგმების შემუშავება, ლტოლვილთა ინტეგრაციის თავისებურებები და თანმხლები პირების გარეშე მყოფი არასრულწლოვნების ინტეგრაცია. ხსენებული თემატიკის იგვლივ მსჯელობა მიმდინარეობდა ეუთო-ს ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების და არსებული საუკეთესო გამოცდილების ჭრილში.

რეგიონული და საერთაშორისო ფოკუსის მქონე სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა OSCE/ODIHR-ის მიერ საქართველოში ორგანიზებული ღონისძიებების ლოგიკურ გაგრძელებას, რომლებიც მსსკ-ს სამდივნოსთან თანამშრომლობით წინა წლებშიც გაიმართა.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი