ევროკავშირის ქვეყნებში ცირკულარული მიგრაციის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

2018 წლის 16 ნოემბერს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით და დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის ქვეყნებში ქართული სამუშაო ძალის დროებითი შრომითი (ცირკულარული) მიგრაციის პოტენციალის შესწავლას.

ხსენებული კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შრომის ბაზრების დეტალური ანალიზი და ურთიერთშედარების საფუძველზე, მოხდა საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური ქვეყნების და პროფესიების იდენტიფიცირება დროებითი შრომითი (ცირკულარული) მიგრაციის კუთხით თანამშრომლობის განსავითარებლად. კვლევის შედეგები შესაბამის პროფილურ უწყებებს შესაძლებლობას მისცემს სამომავლოდ სწორად დაგეგმონ ამ მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობა და ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები გაითვალისწინონ ცირკულარული მიგრაციის სქემების შედგენისას.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია და აზრთა ურთიერთგაცვლა კვლევაში წარმოდგენილ ცალკეულ საკითხებზე, რომელშიც კვლევის ავტორთან ერთად მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლები.

აღნიშნული კვლევა მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

კვლევის ანგარიში და პრეზენტაცია

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი