ბათუმის უნივერსიტეტში მიგრაციის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

2018 წლის 11 ოქტომბერს, ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - „საქართველოში მიგრაციის მართვის გაძლიერების ხელშეწყობა (ENIGMMA)“ - პროექტის ფარგლებში შექმნილი - მიგრაციის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში მიმოხილული იქნა საქართველოში მიგრაციის მართვის ძირითადი ასპექტები და მიგრაციული ტენდენციები, დეტალურად იქნა განხილული სახელმძღვანელოს არსი, შემუშავების პრეისტორია და ხაზი გაესვა მის ინტერდისციპლინურ ხასიათს, რომელიც მკითხველს აწვდის მრავალმხრივ ინფორმაციას და აანალიზებს მიგრაციის ფენომენს საკითხთა ფართო სპექტრში. ასევე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ბათუმის უნივერსიტეტი პირველი რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც მიგრაციის სახელმძღვანელო ჩასვა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის ძირითად სასწავლო კურსში, როგორც ერთ-ერთი დამხმარე სახელმძღვანელო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საჯარო ლექციას, რომელიც წაიკითხა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა იორიტ რიიპმა თემაზე: „მიგრაციისა და უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები ევროკავშირში“. მომხსენებელმა სტუდენტებს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები და მასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო.

პრეზენტაციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის და განეხილათ ევროკავშირთან და მიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური თემები.

მიგრაციის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია აქ

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი